რუსთავის ცხელების ცენტრის ცამეტი პაციენტის ტესტი COVID19-ზე უარყოფითია

რუსთავის ცხელების ცენტრის ცამეტი პაციენტის ტესტმა COVID19-ზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. როგორც “ქრონიკას” რუსთავის ცხელების ცენტრში განუცხადეს, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.  პაციენტების საკვლევი მასალები ადგილობრივმა სპეციალისტებმა ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და პასუხი ყველა მათგანის შემთხვევაში უარყოფითია. 

მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტები ამ დრომდე ცენტრში მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. 

  შეგახსენებთ, რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე ტესტირება 40-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა,რომელთაგან დადებითი პასუხი მხოლოდ ერთი პაციენტის შემთხვევაში დაფიქსირდა.