რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების მერვე შემთხვევა დაფიქსირდა

 რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების მერვე შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ tv4-ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა დაუდასტურა.

ამასთან,TV4-ის ინფორმაციით,  ინფიცირებული რუსთავის საკრებულოს დეპუტატის შვილია,რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. 

შეგახსენებთ, კორონავირუსით ინფიცირებულები არიან საკრებულოს დეპუტატის დედ-მამა და კიდევ ერთი შვილი. საჯარო მოხელის კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. 

 ქალაქში კორონავირუსით ინფიცირების რვა შემთხვევაა დადასტურებული.