რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების 7 შემთხვევა დადასტურდა

რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ერთ-ერთი ინფიცირებული რუსთავის საკრებულოს დეპუტატის მცირეწლოვანი შვილია.

შოთა რეხვიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე რუსთავის საკარანტინო ზონად გამოცხადების აუცილებლობა არ დგას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ცალკეული კორპუსების ან მიკრორაიონების ჩაკეტვა მოხდეს.