ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს განცხადებით, 21 აპრილს ბაგრატის ტაძარში დიდი პანაშვიდი გაიმართება.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, საფლავებზე გასვლაც შესაძლებელი იქნება.
“რაღაც შეზღუდვა დააწესა ხელისუფლებამ ჩვენზე ზრუნვის გამო, რომ ჩვენ რამე არ დაგვემართოს. ორშაბათს მკაცრი რეგულაციები დააწესა და თქვა, რომ 21-მდე იქნება და 21 სამშაბათია. ასე რომ, სამშაბათს ჩვენ დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში, მოვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს. მივულოცავთ მათ ქრისტეს აღდგომას და იმ დღეს მე მგონი, ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, რომ საფლავებზე გავიდეთ”, – განაცხადა მეუფე იოანემ.
შეგახსენებთ, 17 აპრილიდან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, სასაფლაოები ათი დღით დაიკეტა.