საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 24 087-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში საფრანგეთში კორონავირუსს 427 ადამიანი ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსით 169 053 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 48 ათასამდე გამოჯანმრთელდა.