საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 388-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 388-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ამავე ინფორმაციით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 86 პაციენტი. გარდაცვლილია 4 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმშია 4971 ადამიანი. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 519 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე