საქართველოში კორონავირუსისგან 98 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ადამიანი განიკურნა. გამოჯანმრთელბულთა რაოდენობა ამ დროისთივს 98-ს შეადგენს.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 411 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 98 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5015 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 573 პირი.