საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 444-მდე გაიზარდა.
კარანტინის რეჟიმშია 5888 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571 პირი. ინფორმაციისთვის, 444 ადამიანიდან 132 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.