საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 496-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 496-ს შეადგენს. მათგან 149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4 833 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571 პირი.