საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა სამით გაიზარდა. ინფორმაცია, ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 134 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი.
შეგახსენებთ, კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5550, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281 პირი.