საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1 ადამიანი განიკურნა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 52-ს შეადგენს.

ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.​

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 227-ს შეადგენს. მათგან 52 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.