საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 234-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 234-ს შეადგენს. მათგან 54 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 908 ადამიანი იმყოფება, ხოლოდ
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 429 პირი.