საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 242 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
კორონავირუსით ინფიცირებული 242 დადასტურებული შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 60 მოქალაქე.
ამასთან, უცხოეთიდან საქართველოს სამკურნალოდ გადმოყვანილია 3 პაციენტი.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 3 პაციენტი გარდაიცვალა.
ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში 4856 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370.