საქართველოში კორონავირუსისგან 80 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან 80 წლის ქალი გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა განაცხადა.

„ყველასთვის საინტერესო შემთხვევა, ქალბატონი 80 წლის, რომელიც ჩვენს კლინიკაში  შემოვიდა 18 დღის უკან, კრიტიკულ მდგომარეობაში, იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, კლინიკურად სახეზე იყო ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრომი, გულის მწვავე დაზიანების სინდრომი, თირკმლის მწვავე დაზიანების სინდრომი, იცით, რომ ეს ქალბატონი მოიხსნა აპარატიდან, მოხსნილია ჟანგბადდამოკიდებულება, პროტოკოლის მიხედვით ჩატარებული ტესტირების შედეგად, ქალბატონთან მივიღეთ ორჯერადად უარყოფითი პასუხი, დღეს ქალბატონი გადადის თერაპიულ განყოფილებაში და რამდენიმე დღეში, ალბათ ორშაბათისთვის გაეწერება კლინიკიდან“ , – განაცხადა რატიანმა.

 მისივე  განცხადებით კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი  პაციენტი: ორსული ქალბატონი  და 79 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა.

” რაც შეეხება 79 წლის ბატონს, ამ შემთხვევაშიც შემოსვლისთანავე დაფიქსირებული იყო ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ორჯერადად მიღებული გვაქვს უარყოფითი პასუხი და პაციენტი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას.

თქვენ იცით, რომ ხუთი ანალიზი გვქონდა გაგზავნილი, აქედან ორი იყო პირველადი, იქაც მიღებნული გვაქვს უარყოფითი პასუხები. დღეს განმეორებით ჩატარდება ტესტირებები და ვიმედოვნებთ, რომ ამ შემთვევაშიც მეორეჯერაც უარყოფით პასუხებს მივიღებთ და პაციენტები გაეწერებიან“, – განაცხადა ლევან რატიანმა.