საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. ქვეყანაში ვირუსი 306 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
ინფიცირებული 306 ადამიანიდან 69 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი – გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 990 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 462 პირი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.