სოლიდარობის მიზნით, ბათუმის ახალი სტადიონი საქართველოს მეგობარი ქვეყნების დროშების ფერებით განათლდა

ბათუმის ახალ სტადიონზე საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა, რითაც სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადეს.

სტადიონი ასევე, სოლიდარობის ნიშნად ამერიკის, იტალიის, ესპანეთისა და ევროკავშირის დროშების ფერებშიც განათდა.

„შპს „სტადიონი“ უერთდება აქციას #დარჩისახლში და სოლიდარობის მიზნით ბათუმის საფეხბურთო სტადიონი განათდა ჩვენი მეგობარი ქვეყნების დროშებით“, – წერია შპს „სტადიონის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.