ქვემო ქართლის რეგიონში COVID19-ისგან 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ქვემო ქართლის რეგიონში Covid19-ისგან რვა ადამიანი გამოჯნამრთელდა. ამის შესახებ Tv4-ს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა.

მხარის პირველი პირის ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ორივე მათგანი ბოლნისის სოფელ სავანეთს უკავშირდება,რომელთაგან ერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, კერძოდ სასწრაფო დახმარების ექიმია. მეორე ინფიცირებული სასწრადო დახმარების მძღოლის ოჯახის წევრია. 

რაც შეეხება რუსთავსა და მარნეულს, მუნიციპალიტეტებში ახალი შემთხვევბი არ ფიქსირდება და ვითარება კონტროლს ექვემდებარება. 

 

#ქვემოქართლი #ქვემოქართლისმხარე #კორონავირუსი #COVID19🔉 ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ,შოთა რეხვიაშვილი -უახლესი ინფორმაცია რეგიონიდან ✔ქვემო ქართლში კორონავირუსისგან რვა ადამიანი განიკურნა ✔მხარეში COVID19-ის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ✔ მთავრობამ ბოლნისის სოფელ სავანეთის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო

Geplaatst door TV4.ge op Woensdag 15 april 2020