ქვემო ქართლის რეგიონში ორსული ქალის კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა დადასტურდა

რუსთავის ჩათვლით ქვემო ქართლის რეგიონში სამი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა ქვემო ბოლნისში.

მხარის პირველი პირის განცხადებით, ორივე ინფიცირებული სოფელ ნახიდურში დაფიქსირებული პირველი შემთხვევის კონტაქტია. მათ შრის არის 19 წლის ორსული ქალი, რომელსაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება და ამ ეტაპზე კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

რაც შეეხება წითელ ზონაში ვითარებას, მხარის პირველი პირის განცხადებით, ბოლნისსა და მარნეულში პროდუქტების და მედიკამენტების დეფიციტი არ არის და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

შეგახსენებთ, მარნეულისა და ბოლნისის საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე შინაგან საქემთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფები, კვირაზე მეტია მობილიზებულები არიან.

მოწმდება მუნიციპალიტეტებში შემსვლელი ყველა ავტომობილი. მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.