თეთრიწყაროში ინფიცირებული პირველი პაციენტის ინფიცირების წყარო დაუდგენელია და მისი ბოლნისის სამედიცინო პერსონალთან კონტაქტი არ ფიქსირდება -ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ,შოთა რეხვიაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.
მხარის პირველი პირის ინფორმაციით,აუცილებელია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში,მოსახლეობამ გაითვალისწინოს რეკომენდაციები,დაიცვას სოციალური დისტანცია და შეზღუდოს გადაადგილება.
მისივე ცნობით,რეგიონში COVID19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა.
“ექვსი ახალი ფაქტი დადასტურდა ბოლნისში,არის ოჯახური კლასტერები ,დადგენილია კონტაქტები და აქ ნაკლები რისკია.
მუდმივ რეჟიმში მუშაობა გრძელდება,მიზნობრივი ტესტირებები ნიშნავს,რომ სადაც მომატებული რისკ ჯგუფია,მუდმივ რეჟიმში დიდი ოდენობით მიდის ლაბორატორიაში.
ჯამური ციფრი რეგიონში კოვიდინფიცირებული პირების არის 128 ,რუსთავში და მარნეულში ვინარჩუნებთ სტაბილურობას .მხარეში სულ 18 პირი გამოჯანმრთელდა “-განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა
ვითარება ქვემო-ქართლის რეგიონში📢📢 ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 128 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება❗❗ თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირების 19 დადასტურებული შემთხვევაა – ჩაიკეტა მუნიციპალიტეტის ცენტრი და ქალაქის საავადმყოფო ⁉️ ⁉️რა ვითარებაა რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში ?! #ქვემოქართლი #კორონავირუსი #მედპერსონალი
Geplaatst door TV4.ge op Zondag 26 april 2020