საქართველოში ჩინეთიდან 40 ათასი PCR ტესტი სპეცრეისით ჩამოვიდა. ტვირთის ჩამოსვლას აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დახვდა.
როგორც მინისტრმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, PCR ტესტები სახელმწიფომ შეიძინა, თუმცა დამატებით, ანტისხეულების 20 ათასი ტესტი ჩინეთის მთავრობის საჩუქარია.
გარდა ამისა, ჩინეთმა ქართულ მხარეს დიდი რაოდენობით ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, კომბინიზონები, ხელთათმანები და სხვა სამედიცინო ნივთებიც გადასცა. ჯამში საქართველოში 52 ტონა ტვირთი გამოიგზავნა.
ჩარტერული რეისი ავიაკომპანია “ჯეოსქაიმ” განახორციელა.









