ჯანმოს პრესსპიკერი – კორონავირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრესსპიკერის, დევიდ ნაბაროს განცხადებით, დამცავი ნიღბის ტარება მალე ნორმა იქნება. მისი თქმით, უცნობია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა როდის შეიქმნება და ადამიანებს ახალ რეალობასთან შეგუება მოუწევთ.

„ეს ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს. ჩვენ არ ვიცით ადამიანები მის მიმართ იმუნურები იქნებიან თუ არა. არც ის ვიცით როდის გვექნება ვაქცინა.

ჩვენ ახალ რეალობასთან შეგუება მოგვიწია, მოგვიწია მაგალითად მაშინ, როცა გავიგეთ რომ აივ ინფექცია სქესობრივი გზით გადადის. ამჯერადაც ამ ახალ რეალობას უნდა შევეგუოთ. უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება“, – აღნიშნა ნაბარომ.