მოტოციკლისა და ავტომობილის შეჯახებას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა – შემთხვევა გუშინ, სართიჭალაში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ქალი და მამაკაცი მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად, მოტოციკლით მოსარგებლე პირები ადგილზევე დაიღუპნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.