ამირან გამყრელიძე – ე.წ. ეკლესიის კლასტერი არ ჩამოყალიბებულა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. ეკლესიის კლასტერი არ ჩამოყალიბებულა.  მისივე თქმით, საქართველოში რამდენიმე სასულიერო პირია დაინფიცირებული.

ამასთან, გამყრელიძე მრევლს დღესასწაულების წინ რეკომენდაციის დაცვისთვის მადლობას უხდის.

„ დიდი მადლობა საზოგადოებას, რომ ის რეკომენდაციების უმრავლესობა დღესასწაულების წინ გათვალისწინებული იქნა და ჩვენ არ გვაქვს და არ ჩამოყალიბდა ეკლესიის კლასტერი, თუმცა რამდენიმე სასულიერო პირი გვყავს დაინფიცირებული, მაგრამ რასაც ჩვენ კლასტერს ვეძახით, ასეთი არ ჩამოყალიბებულა”, – განაცხადა გამყრელიძემ.