აჭარაში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბათუმის ბულვარის მიმდებარედ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ერთმანეთს ავტომანქანებით ეჯიბრებოდნენ, რა დროსაც ერთმანეთს შეეჯახნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.