ბოლნისის მერი ,რამდენიმე დღეში,ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით,ქვემო ბოლნისის გახსნას არ გამორიცხავს.ამის შესახებ დავით შერაზადიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში გვაქვს 10 დადასტურებული ახალი შემთხვევა. მათგან 6 სოფელ მუშოვანში, 3 – გეტაში, ერთი კი სავანეთში. რაც შეეხება გეტას, ინფიცირებულის კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს. გამოვლენილი ინფიცირებულების კონტაქტები კარანტინში იქნებიან და სამკურნალო დაწესებულებებში“, – განაცხადა ბოლნისის მერმა
ბოლნისში კოვიდინფიცირებულების რაოდენობა დღეს 118-მდე გაიზარდა, მათგან 15 გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.