ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა ჩაიკეტა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა ჩაიკეტა და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პრესსამსახურში აცხადებენ, ზომების გამკაცრების მიზეზი გუშინ საღამოს კორონავირუსის დაფიქსირებული რვა ახალი შემთხვევა გახდა. სოფელი გეტა დილის 06:00-დან იზოლაციაში მოექცა და ადგილზე დამატებითი სამედიცინო ღონისძიებების გატარება დაიწყეს.

შეგახსენებთ, 13 მაისს ლაბორატორიაში გადაგზავნილი 131 საკვლევი მასალიდან 17 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 8 სოფელ გეტაში, 9 – სოფელ მუშევანში.

ჯამში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 139 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 49 გამოჯანმრთელდა, 3 კი – გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 78, ხოლო კარანტინში 69 მოქალაქე.