ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 11 პირის საკვლევი მასალის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია.
ბოლნისის ცხელების ცენტრის სპეციალისტებმა დედაქალაქში 11 პაციენტის ანალიზის ნიმუშები გუშინ გაგზავნეს.როგორც დღეს გახდა ცნობილი,პაციენტებს COVID-19 არ დაუდასტურდათ
ამსთან,მუნიციპალიტეტში ჯამში კორონავირუსის 107 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 9 გამოჯანმრთელდა, 3 ადამიანი კი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, ბოლნისში განმეორებითი თერმოსკრინინგი 32 000-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.









