ბოლნისში კორონავირუსზე საკუთარი ტესტის პასუხს 48 ადამიანი ელოდება. საკვლევი მასალები ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გადაიგზავნა და ტესტების პასუხებს მუნიციპალიტეტში დღის მეორე ნახევარში ელოდებიან.
ბოლნისში კორონავირუსის 121 დადასტურებული შემთხვევაა ,საიდანაც 32 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.
მუნიციპალიტეტში დაწყებულია მასშტაბური კვლევები , მოეწყო მიმღები ცენტრები, სადაც რისკჯგუფების შემოწმება ხდება. ბოლნისში თვითიზოლაციაში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფება, კარანტინშია 97 პირი.