ბოლნისში ფერმერებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ფერმერებისთვის. 

კერძოდ, სოფელ ნახუდურში ადგილობრივ  ფერმერებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლება, სახელმწიფოს მიერ შექმნილი სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა – „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე” გააცნეს. 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად,  ფერმერებს შეხვდა,  საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა და  საადრეო კარტოფილის რეალიზაციის პროცესში მაქსიმალურ ხელშეწყობას დაჰპირდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საადრეო კარტოფილის აღება უახლოეს დღეებში დაიწყება. როგორც ცნობილია,  საკარანტინო მდგომარეობისას ფერმერებს მოსავლის რეალიზაციის პროცესში სახელმწიფო აქტიურად დაეხმარება.

„დღეს ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გავმართეთ. ჩვენს მუნიციპალიტეტში ამ დღეებში საადრეო კარტოფილის აღება დაიწყება, ამიტომ ვცდილობთ, რეალიზაციის პროცესში ფერმერებს ცენტრალურ მთავრობასთან ერთად აქტიურად დავეხმაროთ. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის სოფლის მეურნეობა წამყვანი დარგია და საკარანტინო მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების პროცესში არანაირი დაბრკოლება არ შეექმნებათ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა ფერმერებთან

📣საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ფერმერებისთვის✔️სოფელ ნახუდურში ადგილობრივ ფერმერებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სახელმწიფოს მიერ შექმნილი სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა – „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე” გააცნეს✔️ბოლნისის მუნიციპალიტეტში საადრეო კარტოფილის აღება უახლოეს დღეებში დაიწყება – როგორც ცნობილია, საკარანტინო მდგომარეობისას ფერმერებს მოსავლის რეალიზაციის პროცესში სახელმწიფო აქტიურად დაეხმარება📣ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2Tc8E0P

Geplaatst door TV4.ge op Zaterdag 16 mei 2020