ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამოკვლეული 150 პირიდან,კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. ინფორმაციას ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი ავრცელებს.
მაჟორიტარის ცნობით, საკვლევი მასალები ადგილობრივმა სპეციალისტებმა ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გადააგზავნეს და კორონავირუსზე ყველას პასუხი უარყოფითია.
გოგი მეშველიანის ცნობით, 115 გამოკვლეული პირიდან, 112 სოფელ გეტანად, ხოლო 30 სოფელ ფოცხვერიანიდან, ხოლო 8 ქალაქ ბოლნისიდან იყო.
“დღეს, მინდა სასიხარულო ინფორმაცია გაგიზიაროთ!
გუშინ ლუგარის ცენტრში ბოლნისიდან გადაგზავნილი 150 საკვლევი მასალიდან
ყველა პასუხი კოვიდ უარყოფითია (გეტა – 112, ფოცხვერიანი – 30, ქ. ბოლნისი -8).
მჯერა, რომ უახლოეს მომავალში დავძლევთ უხილავ მტერს”-წერს გოგი მეშველიანი