დღეიდან ყველა სახის შიდასაქალააქო ტრანსპორტი ამუშავდა. მგზავრობისას აუცილებელი იქნება კონკრეტული წესების დაცვა, მათ შორის პირბადის ტარება. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რეკომენდაციების შესახებ საინფორმაციო პლაკატები არის გაკრული.ქალაქში გადაადგილდება ,როგორც მუნიციპალური ავტობუსები,ასევე კერძო მარშუტკები.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, უპირველესია ,რომ გადაადგილება ტრანსპორტში პირბადით მოხდეს, ასევე, როგორც ცნობილია ,მძღოლები თერმოსკრინინგის პროცედურას ყოველდღიურად გაივლიან. ყველა სახის შიდასაქალაქო ტრანსპორტს დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერდა.