დღეს 00:00 საათზე, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა სრულდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ,დღეს ღამის 00:00 საათზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობა სრულდება. იხსნება კომენდანტის საათიც.

მოქალაქეებს როგორც ფეხით, ასევე ავტომობილით გადაადგილება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლებათ, თუმცა ძალაში რჩება გარკვეული რეგულაცია. მათ შორის ავტომანქანით სამი კაცის გადაადგილების შეზღუდვა, პირბადის მოხმარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

ქვეყანაში კომენდანტის საათი 31 მარტიდან მოქმედებს, საგანგებო მდგომარეობა კი 21 მარტს გამოცხადდა.