თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან ბოლო ორ დღეში გაგზავნილი 38 ნიმუშიდან „კოვიდ-19“ მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდასტურდა.
როგორც თეთრიწყაროს ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, დადასტურებული შემთხვევა სამედიცინო კლასტერს განეკუთვნება და აღნიშნული პირი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი თეთრიწყაროში სულ 54 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ექვსი გამოჯანმრთელდა.
შემცირდა თვთიზოლაციაში და კარანტინში მყოფი პირების რაოდენობაც.