თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი ფაქტი გამოვლინდა. ინფიცირებული პირი ე.წ. სამედიცინო კლასტერს მიეკუთვნება და კონტაქტის კონტაქტია.
ამ დროისთვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 55 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.