მამუკა ჩიქოვანი პრემიერს-დახარჯეთ თანხა, თუმცა ფასები მაინც დრამატულად გიაზრდა

ამუკა ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრს სასურსათო პროდუქტებზე გაძვირებულ ფასებთან დაკავშირებით მიმართავს და აღნიშნავს, რომ ამ მხრივ ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამს.მამუკა ჩიქოვანი ფასების მატებაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს,რომ  პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ ფასები პროდუქტებზე 60% -ით გაიზარდა.

ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი ნაბიჯი იყო და თქვენ აქ მოხსენებაში წარმატებულ ქმედებად შემოგვასაღეთ პირველადი მოხმარების, თქვენს მიერ იდენტიფიცირებად სასურსათო პრდოუქტებზე ფასების შენარჩუნება. აღნიშნული პროგრამისთვის გამოყავით 10 მილიონი ლარი, დახარჯეთ თანხა, თუმცა ფასები მაინც დრამატულად გიაზრდა. რომ შევადაროთ პანდემიამდე და პანდემიის პროცესში ფასები, ვიხილავთ სულ მცირე 60%-იან მატებას მთელ რიგ პროდუქტებზე.

სწორედ, როგორც თქვენ ახსენეთ, სპეკულაციური ფასები მივიღეთ. როგორ ან რატომ უნდა შეფასდეს ამ მხრივ თქვენი ქმედება ეფექტურად? რა არის ეს – მორიგი კრახი, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის მორიგი შემთხვევა.მილიონობით ლარის დახარჯვის მიუხედავად, მაინც ვერ მოახერხეთ დანაპირების შესრულება და ფასების შენარჩუნება, რასთან გვაქვს საქმე – კორუფცია თუ კომპეტენციის არარსებობა?”,-განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა. 

შეგახსენებთ, პრემიერი პარლამენტში კორონავირუსის მართვის შესახებ ანგარიშს წარადგენს.