დაგვემატა 18 ახალი შემთხვევა და სულ ჯამში ქვეყნის მასშტაბით 695 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის 8 არის ბოლნისის რაიონიდან, 8 უკვე არსებული დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, ხოლო 2 არის საკარანტინო ზონიდან. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირქტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
“დაგვემატა 18 ახალი შემთხვევა და სულ ჯამში ქვეყნის მასშტაბით 695 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის 8 არის ბოლნისის რაიონიდან, ძირითადად, ეს არის სოფელი გეტა და მუშევანი. შემდეგი რვა არის დაავადებულებთან კონტაქტები. ანუ, დადასტურებულ, უკვე დაავადებულებთან კონტაქტები. მხოლოდ ორი არის ახალი დადასტურებული, რომელიც შემოსულია საკარანტინო სივრციდან. მათი კონტაქტების მოძიება მოხდება.
ბოლნისის რვა შემთხვევიდან ოთხი ჩვენთან არის მოთავსებული, დანარჩენები სხვა ცენტრებში. გუშინ მოგახსენეთ, რომ ჩვენ მოვათავსეთ ოთხი პაციენტი დადასტურებულის ოჯახის წევრები. ოთხივე დადასტურდა”,- აღნიშნა ეზუგბაიამ.