მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსი და „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

 ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის ყველა მათგანი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

პაციენტები  გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფებიან და  შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

წყარო: 1TV