როდის გაიხსნება რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი?!

16 მაისს რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი გაიხსნება – ამის შესახებ “ტვ4-ს” რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა.

როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, პარკში კეთილმოწყობისა და გამწვანების კუთხით შესაბამისი სამუშაოები უკვე ჩატარდა. სამუშაოები “რუსთავსევრიცენტრმა” გაანხორციელა.

“შაბათს, 16 მაისს გაიხსნება რუსთავის ცენტრალური პარკი. პარკში შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა, როგორც კეთილმოწყობის ისე მოვლა-პატრონობის კუთხით,” – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

შეგახსენებთ, რუსთავის ცენტრალური პარკი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებით 29 მარტს დაიკეტა.