რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში კორონავირუსზე ტესტის პასუხს სამი ადამიანი ელოდება

რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში ცხელების სიმპტომით სამი პაციენტია მოთავსებული. ადგილობრივმა სპეციალისტებმა პაციენტების ბიოლოგიური ნიმუში კორონავირუსზე გამოსაკვლევად უკვე აიღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს. პასუხები სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი. 

როგორც tv4-ს რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში განუცხადეს ,გუშინ კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით არცერთი პაციენტი არ მოთავსებულა და შესაბამისად, “კოვიდ19”-ზე არავის გამოკვლევა არ მომხდარა.

შეგახსენებთ, ჯამში რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში 300-მდე ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან კოვიდინფექცია 2 ადამიანს დაუდასტურდა. რუსთავში სულ კორონავირუსის 9 შემთხვევა დაფიქსირდა და მათგან ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა.