რუსთავის კოვიდის მიმღები ცენტრის ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

  რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში ამ დროისთვის საკუთარი ტესტის პასუხს კოვიდ19-ზე 3 პაციენტი ელოდება.

პაციენტები ცენტრში მომატებული ტემპერატურით ბინიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა გადაიყვანეს.

ადგილობრივი სპეციალისტები პაციენტებს საკვლევ ნიმუშსდღეს აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან.პასუხები კოვიდ19-ზე ცნობილი ხვალ გახდება .

ამ დროისთვის ცხელების ცენტრში მოთავსებული ყველა პაციენტი რუსთაველია.

დღესვე ცნობილი გახდა გუშინ ლუგარში გადაგზავნილი 4 პაციენტის ტესტის პასუხი. კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა. ისინი კოვიდის მიმღები ცენტრიდან უკვე გაეწერნეს და თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ინფორმაციისთვის, რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში კორონავირუსზე ჯამში 250-მდე პირი გამოიკვლიეს.