რუსთავის მერია სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ინტერნეტის საფასურს დაუფარავს

რუსთავში სოციალურად დაუცველი მოსაწავლეების დასახმარებლად აქცია დაიწყო.  

რუსთავის მერის , ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, დისტანციური სწავლება მაქსიმალურად   ხელმისაწვდომი იყოს, რუსთავის 700-ზე მეტ მოსწავლეს,  ქალაქის მერია  ინტერნეტის საფასურს დაუფარავს.

რაც შეეხება ბენეფიციარების იდენტიფიცირებას, ისინი რუსთავის სკოლებიდან, ქალაქის მერიაში გამოგზავნილი ინფორმაციის მიხედვით შეირჩნენ და შესაბამისი სია იმ ბავშვებისგან დაკომპლექტდა, რომლებსაც ინტერნეტის გადასახადის გამო, დისტანციურ სწავლებაში ჩართვა  უჭირდათ.

როგორც ირაკლი ტაბაღუამ ტვ4-ს განუცხადა, პროგრამა მერიის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება და ეს გადაწყვეტილება,  კოვიდ 19-ის პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად შექმნილმა საბჭომ მიიღო.  მისივე თქმიტ, მოსწავლეებს 1 თვის განმავლობაში ინტერნეტის საფასურს დაუფარავენ და საჭიროების შემთხვევაში პროგრამა სამომავლოდაც გაგრძელდება. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების ინტერნეტით უზრუნველსაყოფად პროგრამის მოსამზადებელი ეტაპი სკოლის დირექტორებისა და რესურსცენტრის ჩართულობით 1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.