რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებული 13 პაციენტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ადგილობრივმა მედიკოსებმა პაციენტების ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და მათგან “კოვიდ19” არც ერთს დაუდასტურდა.
როგორც რუსთავის ცხელების ცენტრში tv4-ს განუცხადეს, პაციენტები კლინიკას დღის განმავლობაში დატოვებენ.
შეგახსენებთ, 13 ადამიანს შორის, რომლებსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა, გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან გადმოყვანილი 5 სამხედრო პირია.







