სამართალდამცავებმა ერთ-ერთ ლომბარდში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

სამართალდამცავებმა თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ლომბარდში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით,ლომბარდი, სადაც მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, გარდაცვლილს ეკუთვნოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.