საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 593-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 593-ს შეადგენს. მათგან 223 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4 830 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 521 პირი.