საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა თეთრიწყაროს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სამივე ახალი დადასტურებული შემთხვევა არის თეთრიწყაროდან და სამივე მათგანი საკარანტინო ზონიდან არის გადაყვანილი. 

„სამივე ახალი დადასტურებული არის თეთრიწყარო და არის საკარანტინო სივრციდან. ჩვენთან მოთავსდა გუშინ დილას ორი პაციენტი. ესენი ალბათ არა ამ სამიდან, წინა ცხრიდან არიან. ორი პაციენტი დაგვემატა. ორივე თეთრიწყაროდან არის, ორივე საკარანტინო სივრციდან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ინფორმაციისთვის საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 638-მდე გაიზარდა. ხოლო 8 პაციენტი  გამოჯანმრთელდა და სულ  საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 317 გახდა.