საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 677-ს შეადგენს. მათგან 393 გამოჯანმრთელდა, 12 კი – გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 3873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 404 პირი.