მათივე განცხადებით, ჩამოთვლილი სიმპტომებიდან პრაქტიკულად არცერთი არ არის პათოგნომური რომელიმე ერთი დაავადებისათვის, მათ შორის COVID-19-ისთვის, ამიტომ დიაგნოზის დადასტურება ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს ლაბორატორიული გამოკვლევით.
„ჩვენი აზრით, ჩამოთვლილი სიმპტომებიდან საყურადღებოა ყნოსვის დაკარგვა და გემოს ცვლილება, რომლებიც შედარებით იშვიათია სხვა რესპირაციული ინფექციების დროს, ხოლო COVID-19-ით ავადმყოფებში ისინი გხვდება დაახლოებით შემთხვევათა მესამედში და ძირითადად ადრეულ სტადიაზე“, – აცხადებენ სამედიცინო დაწესებულებაში და აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა კლინიკის და/ან ქვეყნის მონაცემებით სიმპტომების პროცენტული განაწილება შესაძლებელია განსხვავებული იყოს.
- ცხელება – 84%
- ზოგადი სისუსტე – 39%
- ყელის ტკივილი – 36%
- ხველა – 34%
- ყნოსვის დაკარგვა / გემოს ცვლილება – 33%
- კუნთების ტკივილი (განსაკუთრებით ბეჭის და წელის მიდამოში)–20%
- თავის ტკივილი – 17%
- სუნთქვის გაძნელება – 13%
- სახსრების ტკივილი – 13%
- ზეწოლა/ტკივილი გულმკერდის არეში- 10%
- სურდო – 9%
- დიარეა – 8%
- თავბრუსხვევა – 7%
- მუცლის ტკივილი – 5%
- გაბრუება/ცნობიერების დაბინდვა – 3%
- აგზნებადობა/გაფანტულობა – 3%
- ციანოზი – 2 %
- უსიმპტომო – 2%
- გამონაყარი – 0 %
საქართველოში კორონავირუსი 626 ადამიანს დაუდასტურდა აქედან 297 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 10 პაციენტი.








