საქართველოში COVID19-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 635-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 635–მდე გაიზარდა. მათგან 309 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 კი – გარდაიცვალა.  ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახდა.

ბოლო მონაცემებით,  კარანტინის რეჟიმში 4 717 ადამიანი იმყოფება, ხოლო  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 452 პირი.