სუს-ის თანამშრომელი გარდაცვლილი ნახეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი სუს-ის შენობაში გარდაცვლილი ნახეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.