ქორწილი, ქელეხი, იუბილე 10 კაცზე მეტის მონაწილეობით 15 ივლისამდე აკრძალულია

დადგენილების მიხედვით, 23 მაისიდან 15 ივლისამდე პერიოდში თავშეყრის რეგულირების თვალსაზრისით შემდეგი შეზღუდვები იმოქმედებს.

მთავრობის განმარტებით, იზღუდება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან. მაგალითად: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.

ამასთანავე, გარდა 10-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვისა,  დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე.  

ეს მოთხოვნა არ ეხება სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით;